Loading...

ჰოუმმარტის შესახებ

სავაჭრო ცენტრი „ჰოუმმარტი – ყველაფერი სახლისთვის“ მდებარეობს ქალაქის ცენტრში, მის: ი.ჭავჭავაძის გამზ. N37ლ. 

ჩვენთან მოსულ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს სხვადასხვა ბრენდის საინტერესო პროდუქცია და მოაწყოს სახლი საკუთარი გემოვნებით: ჭურჭელი, დეკორაციული აქსესუარები, ოთახის განათება,  მსუბუქი საოჯახო ტექნიკა, სამკაული და თეთრეული, სათამაშოები, კომპიუტერული თამაშები და ხმოვანი სისტემები. ერთ სივრცეში შესაძლებელია მიიღოთ საბანკო მომსახურება, ისარგებლოთ სხვადასხვა ბანკის ტერმინალით თუ გადახდის აპარატით, მიიღოთ სააფთიაქო მომსახურება, შეიძინოთ პროდუქტები საუკეთესო სუპერმარკეტში, შეაკეთოთ ციფრული ტექნიკა / შეიძინოთ მათთვის აქსესუარები, გადაიხადოთ ბავშვის დაბადების დღე ან / და გაატაროთ ოჯახური საღამო კაფეში და სხვა. ჰოუმმარტი საუკეთესო სავაჭრო ცენტრია ყავის მოყვარულთათვის, ჩვენთან შესაძლებელია შეიძინოთ ნესპრესოს აპარატი თავისივე მრავალფეროვანი არომატის ყავებით, შეიძინოთ სხვადასხვა კომბინაციის ყავის მარცვლები და დაფქვათ, ან/და უბრალოდ ადგილზე დააგემოვნოთ 6-მდე ბრენდის სასურველი სახეობის ყავა. ჰოუმმარტი ძალიან მოსახერხებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულთათვის, რადგან სპორტდარბაზი 24/7-ზე მზადაა მოემსახუროს ვარჯიშის მსურველებს.

სავაჭრო ცენტრში სტუმრობას კიდევ უფრო სასიამოვნო პროცესად აქცევს ჩვენი 2 სართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი. სარგებლობის წესები ასეთია: სავაჭრო ცენტრის 25 ლარიანი ქვითრის წარმოდგენის შემთხვევაში ავტომობილის გაჩერება 1 სთ-მდე უფასოა, 50 ლარიანი ქვითრის წარმოდგენის შემთხვევაში კი 2 სთ-მდე. სხვა შემთხვევაში: 0 - 2 სთ-მდე 2 ლარი; 2 - 3 სთ-მდე 3 ლარი; 3 - 5 სთ-მდე 5 ლარი; 5 სთ-ზე მეტი 10 ლარი; 21:00 სთ-დან 09:00 სთ-მდე 2 ლარი.

ჰოუმმარტი არის ადგილი, სადაც გაატარებთ სასიამოვნო დროს, კომფორტულად შეიძენთ ყველაფერს სახლისთვის, თქვენთვის, საყვარელი ადამიანებისთვის და ბავშვებისთვის. შეფუთავთ საჩუქრებს და ხელდამშვენებული დაბრუნდებით სახლში.

პ.ს ჩვენი სავაჭრო ცენტრის თავზე,  პარტნიორი კომპანია “არქი ჯგუფი“ ახორციელებს 23 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის „არქი თაუერის“ მშენებლობას. პროექტი ითვალისწინებს ენერგოეფექტურ ოფისებს რეკრეაციული ზონით, საბავშვო მოედნებს და დასასვენებელ გარემოს. აღნიშნული მშენებლობა დასრულდება 2018 წელს.